დავიბადე 1968 წლის 29 მაისს კახეთში,სოფელ ვეჯინში. 1985 წელს დავამთავრე ვეჯინის
ივანე ბერიტაშვილის სახელობის საშუალო სკოლა.1994 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და მივიღე ისტორიკოსისა და ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაცია. ყოველთვის მაინტერესებდა საქართველოს ისტორიული წარსული და მისი უნიკალური
კულტურა.ამიტომ სადიპლომო შრომა დავიცავი თემაზე: "კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი ვეჯინის ციხის მაგალითზე" ,რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.განსაკუთრებით დაინტერესდა თემით
ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე პროფესორი პარმენ ზაქარაია. მიუხედავად დიდი პერსპექტივისა,მე ამ თემაზე მუშაობა აღარ გავაგრძელე.
1995 წლიდან დღემდე ვმუშაობ 124–ე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.მიყვარს
ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობა.ვცდილობ ისინი ჩავაბა მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციებში.
დაინტერესებული ვარ ასაკობრივი ფსიქოლოგიით.მიყვარს ფროიდის და იუნგის შრომების
კითხვა.თავისუფალ დროს ვწერ მოთხრობებს(როცა შთაგონება მეწვევა).
მიყვარს დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება,რადგანაც დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.განათლების სფეროში ყველა სიახლეს ინტერესით და ენთუზიაზმით
ვხვდები.მინდა ავითვისო რაც არ ვიცი და სხვასაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა "ირმის ნახტომის" მიერ დაგეგმილი კონკურსები.
მონაწილეობა მივიღე GEARN პროექტებში,შევქმენი რამოდენიმე პროექტი: "ქართული სამოსელი",
"შობა–ახალი წელი საქართველოში","ძველი თბილისის სურათები".გეგმაში მაქვს სხვა პროექტებიც.მინდა
მუშაობაში ჩავაბა კოლეგებიც.
воскресенье, 16 ноября 2008 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)

Комментариев нет:
Отправить комментарий